03 მაისი 2024,   11:56
ვრცლად
შსს-ში გამომძიებელთა გადამზადება იწყება

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მხარდაჭერით, გამომძიებელთა გადამზადება იწყება.

სპეციალური ტრენინგ-პროგრამა ეუთოს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ადამიანის უფლებათა ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ODIHR-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დღეს გაფორმდა.

ახალი პროგრამა სამართალდამცავ უწყებას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მყისიერ რეაგირებასა და გამოძიების ეფექტურად ჩატარებაში დაეხმარება.

 

დღის ამბები