27 აპრილი 2024,   02:44
ვრცლად
თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს. ქალაქის ტურისტულ ზონაში მოულოდნელად ავტომობილი გაჩერდა, ქუჩაში მდგომ მამაკაცს შვიდჯერ ესროლა და გაიქცა.

გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

შემთხვევის ადგილი ამ დროისთვის გადაკეტილია. ადგილზე კრიმინალური პოლიცია და ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს. ცხედარი ჯერ არ გადაუსვენებიათ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სამართალდამცველები ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ. 

ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ არაფერი დაუნახავთ. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები