06 მაისი 2024,   10:47
ვრცლად
"მარგველაშვილი შეხვდა მის უწმინდესობას, დადებითი პასუხი ვერ გამოიტანა" - მსჯავრდებული დეკანოზის ძმა შეწყალებაზე საუბრობს

პრეზიდენტი იყო შესული პატრიარქთან და ჰკითხა, რას მეტყვით თქვენ შეწყალებაზეო - "ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ დეკანოზის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება საპატრიარქოდან ჩაიშალა. 

თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ მარგველაშვილმა მისი ძმის შეწყალება გადაწყვიტა, თუმცა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ მან საპატრიარქო უარყოფითი პასუხით დატოვა. 

„იყო ის შესული საქართველოს საპატრიარქოში, შეხვდა პირადად მის უწმინდესობას, მის უწმინდესობას უთხრა, რომ მე მზად ვარ, გიორგი მამალაძის შესაწყალებლად და თქვენ რას იტყვითო? - საიდანაც დადებითი პასუხი ვერ გამოიტანა მარგველაშვილმა და ამიტომ შეიკავა თავი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა აქ შეწყალებასთან დაკავშირებით არაფერ შუაშია, უბრალოდ მისი უწმინდესობისგან ვერ მიიღო დადებით პასუხი,"- აცხადებს თორნიკე მამალაძე.

მსჯავრდებული დეკანოზის ძმა აცხადებს, რომ მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმაზე რთულია, ვიდრე წინა დღეებში, ზუსტი დიაგნოზი კი კვლავაც არ არსებობს. ის არ გამორიცხავს, რომ თავად მოიწვიოს ექიმების ჯგუფი.

ამავე თემაზე
დღის ამბები