26 აპრილი 2024,   22:23
ვრცლად
ე.წ. „წითელი ცხვირების“ საქმეზე მოსამზადებელი სასამართლო სხდომა გაიმართა

 საქველმოქმედო კამპანია „წითელი ცხვირების“ საქმეზე მოსამზადებელი სასამართლო სხდომა გაიმართა. საქმე თეონა ბაღდავაძესა და აკა სინჯიკაშვილს შორის სასამართლოში მიმდინარე დავას ეხება.

სინჯიკაშვილმა ე.წ. "წითელი ცხვირების" გაყიდვით მიღებული თანხების მითვისებაში საქველმოქმედო კამპანიის ორგანიზატორი თეონა ბაღდავაძე დაადანაშაულა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსაც მიმართა, თუმცა სამსახურმა დანაშაული ვერ აღმოაჩინა.

თეონა ბაღდავაძემ თავის მხრივ, აკა სინჯიკაშვილს რეპუტაციის შელახვისთვის საქალაქო სასამართლოში უჩივლა. 

„ვითხოვთ, რომ აკაკი სინჯიკაშვილმა უარყოს ეს ცილისმწამებლური განცხადება, რაც მან რამდენიმე წლის წინ სოციალურ მედიაში გააკეთა, თითქოს, მე საქველმოქმედოდ შეგროვებული საერთო თანხა მივითვისე და გარდა ამისა, დაზუსტდეს, თუ რაში გამოიყენა მან ის თანხა, რომელიც ჩვენ გადავეცით საქველმოქმედო მიზნებისთვის და ამ თანხების კვალი ჯერ კიდევ უცნობია,“ - განაცხადა ბაღდავაძემ.

აკა სინჯიკაშვილი დამატებით დოკუმენტებზე საუბრობს, რომელიც სასამართლოსთვის ჯერ არ წარუდგენია.

„დავა ჯერჯერობით გრძელდება. ყველა დოკუმენტი დღეს არ წარმომიდგენია სასამართლოსთვის, ისედაც შესაგებელშია დაწერილი. ფინანსურმა პოლიციამ უბრალოდ გამოძიება არ დაიწყო და ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოძიებული არ არის,“- ამბობს სინჯიკაშვილი.

 

დღის ამბები