03 მაისი 2024,   09:46
ვრცლად
ძვირადღირებული ავტომობილები მერებისთვის - კახეთის სამმა მუნიციპალიტეტმა 250 ათასი ლარი დახარჯა

კახეთის სამმა მუნიციპალიტეტმა ახალი მანქანების შესაძენად 250 ათასი ლარი დახარჯა. კომფორტული და ძვირადღირებული ავტომობილები საგარეჯოს, ყვარლის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ბალანსზეა, თუმცა მანქანებით მხოლოდ მერები სარგებლობენ.

ოპოზიციამ დათვალა თუ რამდენი სოციალური პრობლემის მოგვარება შეეძლო სამი მუნიციპალიტეტის მერიას. მთავარი პრობლემა მოხსნილი სოციალური და გაუქმებული დახმარებებია.

მუნიციპალიტეტებში ამბობენ, რომ ერთჯერად დახმარებებზე გამოყოფილი თანხები სხვა სოციალურ პროგრამებზე გადაანაწილეს, რადგან ბიუჯეტი მცირეა და ყველა გაჭირვებულს არ ყოფნიდა.

ადგილობრივები ასევე დაზიანებულ გზებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას არჩევნების წინ დაპირდნენ, თუმცა არ შასრულეს. 

სამივე მუნიციპალიტეტში, რომელთა მერებმა და ვიცემერებმაც ბიუჯეტის ფულით ახალი მანქანები იყიდეს, ბევრი სხვა პრობლემაცაა. სოფლებში გზის გარდა, არ აქვთ წყალი და არ არსებობს სამუშაო ადგილები. 

 

ავტორი: ია გულიაშვილი. 

დღის ამბები