03 მაისი 2024,   09:32
ვრცლად
სქესობრივი განათლება სკოლებში - "არჩევანმა" მოსახლეობის პოზიცია დააფიქსირა

სქესობრივი განათლება სკოლებში - გადაცემა არჩევანმა მოსახლეობის პოზიცია დააფიქსირა.

თბილისში გამოკითხული მოსახლეობის ნაწილისთვის მისაღებია, რომ სქესობრივი განათლება მოზარდებმა მაღალ კლასებში მიიღონ.

გამოკითხულთა ნაწილი მიზანშეწონილად არ თვლის, რომ ცალკე საგნად ისწავლებოდეს, თუმცა, მათი თქმით, ზოგადი ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიაწოდონ მოზარდებს სქესობრივი განათლების შესახებ.

„აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს იმიტომ, რომ ისეთი საკითხი არის, რომელიც საბოლოო ჯამში, ბევრ პრობლემას უდევს შემდგომში სათავეს. იმის გამო, რომ სწორი ინფორმაცია არა აქვთ მოზარდებს ამაზე და გარკვეული საფრთხეების ქვეშ დგებიან,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

თბილისში გამოკითხული მოსახლეობის ნაწილი კი ეწინააღმდეგება სქესობრივი განათლების სკოლებში მიღებას.

„გამოქვაბულშიც კარგად ახერხებდნენ ჩვენს წელთაღიცხვამდე სექსუალურ ურთიერთობებს და პატარა დოზით შეიძლება ოჯახშიც და სკოლაშიც,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

დღის ამბები