27 აპრილი 2024,   08:29
ვრცლად
თავდასხმა მარსელის ცენტრში - დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ოთხი ადამიანი დაჭრა

ქალაქ მარსელის ცენტრში თავდასხმა მოხდა. დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ქალაქის ტურისტულ რაიონში 4 ადამიანი დაჭრა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, თავდასხმამდე ის გამვლელებს მათი ეროვნების შესახებ ეკითხებოდა. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელს თან ცეცხლსასროლი იარაღიც ჰქონდა. გამოძიება მის ვინაობას არ ასაჯაროვებს. ამ დრომდე უცნობია თავდასხმის მოტივიც.

დღის ამბები