27 აპრილი 2024,   05:11
ვრცლად
როსტომ მეფის სასახლეში პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება

ამ წუთებში როსტომ მეფის სასახლეში პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება. შეხვედრას პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახი კალაძე და პოლიტსაბჭოს სხვა წევრები ესწრებიან.

სხდომის დაწყებამდე კომენტარები არ გაკეთებულა. როგორც ცნობილია "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ, რომელთა შორის სავარაუდოდ, უმრავლესობაში მოსამართლეების თემაზე განვითარებული დაპირისპირებაცაა.

ბრიფინგი როსტომ მეფის სასახლეში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

დღის ამბები