05 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
"კობახიძე ეტყობა იმიტომ არის ბედნიერი, რომ მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება, რომ ეს კანონი უნდა შეჩერებულიყო" - დავით ჭიჭინაძე მოსამართლეების საკითხზე საუბრობს

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უმრავლესობა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებულია. დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ სწორედ ამის დამადასტურებელია ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც მან პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

„პოლიტსაბჭოს განცხადებები ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა და თან ერთმანეთის გამომრიცხავიც არის და აქედან გამომდინარე დღეს პირდაპირ უარი ეთქვა ასე, რომ ვთქვათ ჩვენს ინიციატივას და არ მგონია ხვალ დეპუტატებმა მხარი დაუჭირონ. ძალიან საინტერესოა  უბრალოდ ხალხს ვინ ეტყვის უარს და შემდეგ ის პროექტი, რომელსაც ესენი ამზადებენ, რომ იტყვიან მზურნველობით ხალხზე და სამართლიან სასამართლოზე და თუ გავიხსენებთ მათ წინა განცხადებას, გარკვეულწილად პოლიტსაბჭოში გაორებები ემართებათ. ბიძინა ივანიშვილის გარეშე რა თქმა უნდა ეს არ მოხდებოდა და კობახიძე ეტყობა იმიტომ არის ბედნიერი, რომ მოახერხა მისი დარწმუნება, რომ ეს კანონი უნდა შეჩერებულიყო,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები