03 მაისი 2024,   09:14
ვრცლად
ბესელიას მიერ პარტიის შესაძლო დატოვების საკითხი - მამუკა მდინარაძე განმარტებას აკეთებს

„თუ მიაჩნია რომელიმე დეპუტატს, რომ მის მიერ შექმნილ ანტიკონსტიტუციურ კანონს თუ ვინმე მხარს არ დაუჭერს, უნდა წავიდეს, ეს მისი გადასაწყვეტია,“ - ეს განცხადება ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძის თქმით, დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს, არაკონსტიტუციურია. 

„თუ ანტიკონსტიტუციურ კანონს ხმას არ აძლევს უმრავლესობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას ეუბნება წადი. ეს არასწორია. თუ მიაჩნია რომელიმე დეპუტატს, რომ მის მიერ შექმნილ ანტიკონსტიტუციურ კანონს თუ ვინმე მხარს არ დაუჭერს, უნდა წავიდეს, ეს მისი გადასაწყვეტია, უბრალოდ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება თუ ვინმე ასეთ განცხადებას გააკეთებს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მდინარაძე ამბობს, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას, ეკა ბესელიასა და პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ.

„ჯერჯერობით, მსგავსი შეხვედრის შესახებ ჩემთვის არავის უცნობებია. დილით ვიყავი პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ასეთ შეხვედრაზე არავის უთქვამს ჩემთვის, რომ ასეთი შეხვედრა შედგა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საგანგებო აუდიენცია პარტიის თავმჯდომარესთან დღეს შუშის სასახლეში შედგა. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ეკა ბესელია ადასტურებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები