03 მაისი 2024,   08:20
ვრცლად
ინვენტარი ახალ დარბაზში გადავიტანეთ - მკლავმჭიდელთა მწვრთნელი ქურდობის ფაქტს არ ადასტურებს

საპატრულო პოლიცია და კრიმინალისტები მუშაობდნენ უნივერსიტეტის ქუჩაზე, სადაც ღამით მკლავჭიდელთა დარბაზიდან ელეტროტექნიკა და ინვენტარი დაიკარგა.

„არენა ერთის” კომპლექსის დარბაზში დილით მისულმა ფედერაციის პრეზიდენტმა აღმოაჩინა, რომ კარი ღია იყო, ინვენტარი კი დაკარგული. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ გაირკვა, რომ ქურდობას ადგილი არ ჰქონია და სპორტული ტექნიკა და ინვენტარი სხვა დარბაზში თავად სპორტსმენებმა გადაიტანეს, რამაც გაუგებრობა გამოწვია.

მანამდე კი საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ერეკლე გურჩიანი ამბობდა, რომ ინვენტარი საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა, სოსო ჯაჭვლიანმა წაიღო.

სოსო ჯაჭვლიანი მტკიცებულებებს ითხოვს და ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მკლავჭიდელთა ნაკრების მწვრთნელმა სპორტსმენების დახმარებით სავარჯიშო ინვენტარი ერთი დარბაზიდან მეორეში გადაიტანა.

"მპასუხობენ, რომ ერთი ოთახიდან მეორე ოთახში გადავიტანეთ ტრენჟორები. ეს თუ დანაშაულია, იყოს დანაშაული," - ამბობს ჯაჭვლიანი.

ამავე ინფორმაციას ადასტურებს მკლავჭიდელთა მწვრთნელი.

"საერთოდ ინფორმაციაც არ ჰქონდა, იოსებ ჯაჭვლიანს რომ ადებს ხელს, ჩვენ, ბიჭებმა მოვილაპარაკეთ, რომ რადგან ახალ დარბაზში გადავედით, ეს ინვენტარი შევკრათ ერთად, რომ უკეთესი ვარჯიში გამოვიდეს," - ამბობს ნაკრების მწვრთნელი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები