03 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
”მედია ჯარში” - იზორია გორში I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი ახალი პროექტის ”მედია ჯარში” ფარგლებში გორში პირველ ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეების კვების რაციონი გასინჯა და ჯარისკაცებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად ისადილა.

პროექტი - ”მედია ჯარში” უწყების გამჭვირვალობას და სამხედრო მოსამსახურეების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

„ამ პროექტის მიზანია, რათა თქვენი ჩართულობით მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია საზოგადოებას, სამხედრო მოსამსახურეთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. იქნება ეს კვება, ფიზიკური მომზადება, საერთაშორისო სწავლება თუ სხვა, რათა სწორედ ამ პროექტის ფარგლებში უფრო გამჭვირვალე გავხადოთ პროცესი,“ - განაცხადა ლევან იზორიამ. 

დღის ამბები