03 მაისი 2024,   09:36
ვრცლად
კონსულტაციები გადამწყვეტ სესიამდე - ივანიშვილთან შეხვედრით „ოცნების“ დაპირისპირებული მხარეები კმაყოფილები დარჩნენ

დატოვებს თუ არა ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობას - დეპუტატი გადაწყვეტილებას ხვალ კენჭისყრის შემდეგ მიიღებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის კანონპროექტს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ პარლამენტმა კენჭი ხვალ უნდა უყაროს.

ეკა ბესელია ამბობს, რომ მას გუნდიდან ვერავინ გარიცხავს. ამ განცხადებამდე დეპუტატი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, რაც ბესელიამ მედიასთან დაადასტურა. 

ბიძინა ივანიშვილთან ეკა ბესელიას აუდიენციას დღეს დილით "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა უძღოდა. პარტიის თავმჯდომარესთან თათბირის შემდეგ გადაწყდა, რომ მმართველი გუნდი ეკა ბესელიას ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება ე.წ. ამბოხებული დეპუტატების კანონპროექტის არაკონსტიტუციურობით ახსნა. "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ ბესელიას კანონპროექტი მოსამართლეთა რაოდენობის განახევრებასა და სასამართლო სისტემის პარალიზებას გამოიწვევს.

ხვალინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას გედევან ფოფხაძეც. "ქართული ოცნების" ძველი გვარდიის წევრი მიიჩნევს, რომ ის მმართველ უმრავლესობაში არც ჩაწყობით და არც ვინმეს პროტექციით არ მისულა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები