27 აპრილი 2024,   05:15
ვრცლად
ზვიად კუპრავას უფლებადამცველი განაჩენს აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს

ზვიად კუპრავას უფლებადამცველი სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას აბსურდს უწოდებს. ადვოკატი განაჩენს აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს და ამბობს, რომ სამართლებრივად მისი გასაჩივრება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეეცვალა. საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს, რომლის გამოც კუპრავას გირაო შეეფარდა, გუშინ კი კუპრავას მიერ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფის გამო პროკურატურამ გირაოს შეცვლა მოითხოვა - რაც დაკმაყოფილდა.

დღის ამბები