26 აპრილი 2024,   12:19
ვრცლად
აქცია-კონცერტი "ვენესუელა ეიდ" შედგა - მადურომ კოლუმბიის საზღვრის ჩაკეტვა ვერ მოახერხა

კოლუმბიის საზღვრის ჩაკეტვა ნიკოლას მადურომ ვერ მოახერხა. სასაზღვრო ზონაში დროებითი პრეზიდენტის და ვენესუელელი ხალხის დასახმარებლად მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით გრანდიოზული საქველმოქმედი კონცერტი გაიმართა, რომელსაც სამი ქვეყნის პრეზიდენტები ესწრებოდნენ.

აქცია-კონცერტი "ვენესუელა ეიდ" რიჩარდ ბრენსონმა დაგეგმა, მიზანი კი 100 მილიონი დოლარის შეგროვება იყო, რომ ვენესუელელი ხალხი მადუროს რეჟიმისგან და შიმშილისგან დაეხსნა.

ნიკოლას მადურო ამტკიცებს, რომ ხალხს დახმარება არ სჭირდება. მან 300 მეტრის დაშორებით საკუთარი მხარდამჭერები საპასუხო კონცერტზე შეკრიბა.

საკონცერტო დუელი სასაზღვრო ზონაში დაპირისპირების გარეშე დასრულდა.

დღის ამბები