26 აპრილი 2024,   22:23
ვრცლად
დაკავება დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული ფ.ხ. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან, სადაც ბრალდებული დროებით ცხოვრობდა, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 81 გრამი ჰეროინი და ნარკოტიკული საშუალების 9 აბი," - ნათქვამია ინფორმაციაში. 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები