26 აპრილი 2024,   23:51
ვრცლად
სანზონაში 8-სართულიანი შენობის აგებას აპროტესტებენ

მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ - სანზონაში საპროტესტო აქცია გაიმართა.

გურამიშვილის ქუჩის მცხოვრებლები 8-სართულიანი შენობის აგებას აპროტესტებენ.

მათი მტკიცებით, რამდენიმე თვის წინ მერიისგან ამ ტერიტორიაზე სკვერის გაკეთება ითხოვეს, თუმცა უარი მიიღეს, მოგვიანებით კი სწორედ ამ ადგილზე მშენებლობა დაიწყო.

დღის ამბები