27 აპრილი 2024,   03:26
ვრცლად
4000 ლარიანი კომპენსაცია - ტყიბულის მერის მოადგილის მამას თანხის უკანონოდ მიღებაში ადანაშაულებენ

საწირეთის მოსახლეობის მტკიცებით, ტყიბულის მერის მოადგილის, გიორგი ლომთაძის ოჯახის სახლი სტიქიისგან დაზარალებული შენობების ჩამონათვალში სრულიად უმიზეზოდ მოხვდა. მაღალჩინოსნის მეზობლები ამბობენ, რომ შარშანდელი სტიქიის დროს მერის მოადგილის სახლი საერთოდ არ დაზიანებულა.

ზარალის შემსწავლელმა კომისიამ კი მერის მოადგილის სახლის დაზიანების ხარისხი 4000 ლარად შეაფასა და ამ თანხის ღირებულების გადასახური მასალა გადასცა.

ტყიბული მერის მოადგილის მამა, თენგიზ ლომთაძე, რომელიც საწირეს თემში მერის რწმუნებულია, ამბობს, რომ სტიქიის შედეგად მისი სახლის სახურავი მცირედით დაზიანდა. კითხვაზე, რატომ არ გამოიყენა მისთვის გამოყოფილი 4000 ლარის მასალა ამ დრომდე სახურავის შესაკეთებლად, პასუხობს, რომ სახლის სახურავი ძველი მასალით შეაკეთა.

თენგიზ ლომთაძეს საწირის საბავშვო ბაღის დირექტორი მზის ენერგიაზე მომუშავე წლის გამათბობლის უკანონოდ მოჭრაში და თვითნებურად წაღებაში ადანაშაულებს. მზის გამათბობელი ლომთაძის სარდაფში ინახება და ამბობს, რომ შეკეთების შემდეგ თემის სხვა სოფლის ბაღისთვის გადაცემას გეგმავს.

მერის მოადგილეს კი „კურიერმა“ სამსახურში მიაკითხა, თუმცა მან კამერასთან გამოჩენა არ ისურვა. ტყიბულის მერი კი ამბობს, რომ მისი მოადგილის სახლი შესაბამისმა კომისიამ დაზარალებულთა სიაში ჩასვა.

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.

 

დღის ამბები