03 მაისი 2024,   03:51
ვრცლად
შეიძლება დაიწყოს შეუქცევადი პროცესები და პირველი ნაბიჯი იყოს მთავრობის უნდობლობა - კონსტიტუციონალისტები "ოცნებაში" დაპირისპირებაზე 

დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ და მოვლენების შესაძლო განვითარება -საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე კონსტიტუციონალისტები პროგნოზებს აკეთებენ.  

მათი შეფასებით, არ არის გამორიცხული საკონსტიტუციო უმრავლესობის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო უმრავლესობაც დაკარგოს, შედეგად კი მმართველ ძალას პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადოს.

„მმართველ პოლიტიკურ პარტიაში მართლაც რთულადაა მდგომარეობა, მას შემდგომ, რაც უმრავლესობის მიღმა მყოფი პოლიტიკური ძალების ხელში აღმოჩნდება თუნდაც 75 მანდატი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია დაიწყოს შეუქცევადი პროცესები და პირველი შეიძლება იყოს მთავრობის უნდობლობა და ბუნებრივია მმართველი პოლიტიკური ძალის სახელისუფლებო სათავეებიდან ჩამოცილება,“-აცხადებს კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი.

კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაიას განცხადებით, ე.წ. ამბოხებული დეპუტატების პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით საუბარი, მათი მხრიდან სერიოზული ნაბიჯების გადადგმის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„პრობლემას ვხედავ რა თქმა უნდა იმაში, რომ მათი წინააღმდეგობა არ ეხება ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს. სანამ ისინი დამოუკიდებელ ნაბიჯს არ გადადგამენ რთულია ვიწინასწარმეტყველოთ ეს იქნება ძლიერი ოპოზიციური ჯგუფი, ეს იქნება მართული ოპოზიციური ჯგუფი თუ საერთოდ იქნება რაიმე სახის ოპოზიციური ჯგუფი,“-ამბობს კოტე ჩოკორაია.

იმ შემთხვევაში თუ საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლის პროცესი გაგრძელდება და მას 7- ზე მეტი კანონმდებელი დატოვებს, "ევროპული საქართველოს" უმცირესობაც დაეშლება.

დღის ამბები