27 აპრილი 2024,   02:47
ვრცლად
ეუთოს შეფასებით საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში გამჭვირვალედ წარიმართა

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული სოციალისტური პარტია ლიდერობს. ამ დროისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 98 პროცენტი დათვალა.

წინასწარი შედეგების თანახმად, სოციალურმა პარტიამ ხმების 31 პროცენტზე მეტი მოიპოვა, მეორე ადგილს 26-პროცენტიანი მხარდაჭერით პროევროპული ბლოკი იკავებს, ქვეყნის მმართველ პარტიას კი, მხოლოდ ამომრჩევლის 24 პროცენტი მიემხრო.

6 პროცენტიანი ბარიერი სულ 4-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო. დეპუტატებს მოლდოვაში 4-წლიანი ვადით ირჩევენ.

დღის ამბები