07 მაისი 2024,   06:28
ვრცლად
„ჩინჩალაძესთან მაქვს ზუსტად ისეთივე ურთიერთობა, როგორც ბესელიას ზაზა მეიშვილთან და ნონა წოწორიასთან" - ვანო ზარდიაშვილი

ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიას საპასუხო ბრალდებებს უყენებს. დეპუტატი მის მიმართ გამოთქმულ იმ ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, თითქოს, ის არის "იუსტიციის საბჭოს რუხი კარდინალი პარლამენტში" და ე.წ. „შპარგალკების“ მატარებელი. ზარდიაშვილი ამ ბრალდებებს უარყოფს.

მისი თქმით, ის მიხეილ ჩინჩალაძესთან მეგობრობს, თუმცა, ეს არ არის დანაშაული, ისევე როგორც ზაზა მეიშვილისა და ნონა წოწორიას ახლო კავშირები ეკა ბესელიასთან.

დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლიტიკური პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ის კიდევ გრძელდება.

„ჩინჩალაძესთან მაქვს ზუსტად ისეთივე ურთიერთობა, როგორც ქალბატონ ეკა ბესელიას აქვს ზაზა მეიშვილთან და ქალბატონ ნონა წოწორიასთან. სამწუხაროდ, ამა თუ იმ პირთან მეგობრობა დანაშაული აღმოჩნდა, რატომღაც, ამ ორომტრიალში და ხმამაღალ განცხადებებში იკარგება ის ინფორმაცია, რომ ქალბატონი ეკას შვილის ნათლია არის ზაზა მეიშვილი, რომელიც სისხლის სამართლის პალატას ხელმძღვანელობდა 10 წლის განმავლობაში. ქალბატონი ეკას ბავშვის ნათლიაა და უახლოესი მეგობარი ქალბატონი ნონა წოწორია, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო. არ ვფიქრობ, ეს ცუდია, რომ ისინი მეგობრობენ. უბრალოდ, ცუდი არ არის ეკასთვის და ჩემთვისაა, მე მაგ პასუხს ვერ ვპოულობ, რამდენად სამართლიანია ეს მიდგომა,“ - აღნიშნა ზარდიაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები