27 აპრილი 2024,   03:01
ვრცლად
სტრატეგიული თანამშრომლობა - საქართველოს პრეზიდენტი და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა 

საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა ბაქოში - ,,ზაგულბას" საპრეზიდენტო სასახლეში, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრებზე მხარეებმა, საქართველო - აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები და მრავალმხრივ ურთიერთობების მიმართულებით საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე მუდამ ერთმანეთს სოლიდარობას უცხადებენ.

„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ერთმანეთს საერთაშორისო ორგანიზაციებში. საქართველო და აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით ყველგან სოლიდარობას უცხადებენ ერთმანეთს. ჩვენი თანამშრომლობის დიდი ნაწილი ენერგეტიკის სექტორს შეეხება. ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ. 90-იანი წლების ბოლოს „ბაქო სუფსის" პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა კასპიისა და შავი ზღვები დაგვეკავშირებინა. ამის შემდეგ აშენდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი. დღეს ეს პროექტები ჩვენს ეკონომიკის განვითარებას აძლიერებს. ამ მარშრუტით წარმატებით ხორციელდება სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტი, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია. ჩვენ შემოგვიერთდნენ ახალი პარტნიორებიც, ასევე დიდ ყურადღებას ვუთმობთ ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობას. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით უკვე იზრდება გადაზიდვები. ჯერ მხოლოდ პირველ ეტაპზე ვართ, მაგრამ სარგებელი უკვე სახეზეა. ეს ახალი დერეფანი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ კონტინენტი გაერთიანდეს,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა შესაძლებლობებზე, რომელიც შავ ზღვას მიეცემა ტრანსპორტის განსავითარებლად. საქართვლოს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევს გულთბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს რეგიონი არის ცენტრალური, არის კორიდორი, რომელითაც შეიძლება გაიარო, არის სტაბილური, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და შეიძლება ამ რეგიონში სერიოზული ინვესტიციები. სატრანსპორტო კორიდორი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მართლაც შეიძლება ამან მოგვცეს ის ღერძი ჩვენი თანამშრომლობის, რომელიც მხოლოდ ენერგეტიკას ეკუთვნოდა წინა პერიოდში. ევროკავშირის დახმარებით ვმუშაობთ იმაზე, რომ შავ ზღვას მიეცეს მთელი თავისი განშლა და შესაძლებლობები, რომ იქ ტრანსპორტი განვითარდეს. მოვიწვიე ბატონი პრეზიდენტი ბათუმის კონფერენციაზე, რომელიც სწორედ იქნება ჩვენი პარტნიორობის და ევროკავშირის 10 წლის თავის კონფერენცია და სადაც ძალიან დიდი ალბათობით ეს ტრანსპორტის საკითხი იქნება ცენტრალური,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები