27 აპრილი 2024,   00:38
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის ნაციონალური ლიდერის ჰეიდარ ალიევის და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას საფლავი გვირგვინით შეამკო. 

სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის თანხლებით, ასევე გვირგვინით შეამკო “მარადიული ცეცხლის” მემორიალი. 

დღესვე სალომე ზურაბიშვილი დღესვე აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა, საქართველო - აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები და მრავალმხრივ ურთიერთობების მიმართულებით საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. 

დღის ამბები