06 მაისი 2024,   02:26
ვრცლად
ბულინგი და სუიციდის მცდელობა სკოლაში - უფლებადამცველები პასუხისმგებლობას განათლების სამინისტროს აკისრებენ

თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის მიერ სუიციდის მცდელობის ფაქტზე უფლებადამცველები პასუხისმგებლობას, განათლების სამინისტროს აკისრებენ.

მათი განცხადებით, ბულინგის შედეგად მსგავსი შემთხვევები ბოლო პერიოდში გახშირდა, თუმცა პრევენციისთვის არაფერი კეთდება.

ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებში ამბობენ, რომ მოზარდებთან მასწავლებლებს სხვა მიდგომა უნდა ჰქონდეთ, რისთვისაც საჭიროა, რომ ისინი სპეციალური პროგრამით გადამზადდნენ.

„სახელმწიფო უწყებებმა ბულინგი არ მიიჩნიეს ისეთ მნიშვნელოვნად საკითხად, რომ  შეემუშავებინათ ხედვა, სამოქმედო გეგმა და ფაქტობრივად, არ აღიარებენ იმას, რომ ბულინგის დროს მთავარი პასუხისმგებლობა არის იმ პროფესიონალებსა და ზრდასრულებზე, ვისაც უწევთ ბავშვთან ურთიერობა. ეს უნდა გააცნობიეროს არა მხოლოდ განათლების სამინისტრომ, არამედ ყველა სხვა უწყებამ, ვისაც ეს ეხება. მოსახლეობამ მთავრობას თავისი ვალდებულებების შესრულება უნდა მოსთხოვოს,“- განაცხადა ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენელმა, ანა არგანაშვილმა.

ბულინგი თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სუიციდის მცდელობით დასრულდა. მსხვერპლმა გოგონამ თვითმკვლელობა სცადა და მედიკამენტები სკოლის ეზოში დალია. მან კლასელებს გამოსამშვიდობებელი SMS გაუგზავნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები