03 მაისი 2024,   06:26
ვრცლად
თავდასხმა არასამთავრობო სექტორზე და ნეგატიური წინასაარჩევნო კამპანია - მიხეილ ბენიძე ეუთოს შემაჯამებელ დასკვნაზე საუბრობს 

საპრეზიდენტო არჩევნების დროს სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მესამე სექტორზე თავდასხმა ეუთოს შემაჯამებელ დოკუმენტში მოხვდა.

ანგარიშში ასევე საუბარია ნეგატიურ კამპანიაზე, რომელიც არჩევნების პირველ და მეორე ტურის დროს მიმდინარეობდა.

ეუთოს შემაჯამებელ დასკვნასთან დაკავშირებით საუბრისას, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე, არჩვენების დროს გამოკვეთილ რამდენიმე ძირითად პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. 

ბენიძის თქმით, დასკვნაში საუბარია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და ამას გარდა, აღნიშნულია ვალების განულების საკითხი, როდესაც 600 ათას მოქალაქეს ახალ წლამდე არსებული დავალიანების დაფარვას დაჰპირდნენ.

„საუბარი არის და გამოყოფილი არის სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმებზე საარჩევნო პერიოდში. ასევე, საუბარი არის განსაკუთრებულად ნეგატიურ წინასაარჩევნო რიტორიკაზე და გარემოზე, მათ შორის, როგორც პირველ და მეორე ტურზე, თუმცა, განსაკუთრებით მეორე ტურზე. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებზე და არსებულ დიდ უთანასწორობაზე ამ კუთხით. ასევე, ამ ანგარიშში კიდევ ერთხელ მინიშნებული არის 600 ათასი ამომრჩევლისთვის ვალების განულების საკითხი, როგორც ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ეუთოს დოკუმენტის შინაარსი უმწვავესია. ასეთი რადიკალურად ნეგატიური შეფასება ყველაზე გავლენიან სადამკვირვებლო მისიას საქართველოს არჩევნებზე ბოლო 20 წელია, არ დაუდია.

დოკუმენტის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობამ კიდევ წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის.

ეუთოს დამკვირვებლები წერენ, რომ უბნებზე მობილიზებული მმართველი პარტიის კოორდინატორების გამო ეჭვი გაუჩნდათ, რომ ამომრჩეველი ვერ ახერხებდა ხმის მიცემას ზეწოლისა და ანგარიშსწორების შიშის გარეშე.

ამავე თემაზე
დღის ამბები