07 მაისი 2024,   00:29
ვრცლად
ხაზარაძის ბრალდებები შს მინისტრს - მმართველი გუნდი TBC ბანკის დამფუძნებლისგან მტკიცებულებებს ითხოვს

მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრისგან და ზეწოლა მამუკა ხაზარაძეზე - "თიბისი" ბანკის  დამფუძნებლის განცხადებას, რომ მას გიორგი გახარია ემუქრებოდა, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან განსაკუთრებულად კატეგორიული გამოხმაურება მოჰყვა.

დიმიტრი ხუნდაძემ ხაზარაძისგან წერილის, ხოლო პროკურასტურისგან ხაზარაძის დაკითხვის ის ოქმის გასაჯაროება მოითხოვა, სადაც TBC ბანკის დამფუძნებელი შს მინისტრის მხრიდან მომდინარე მუქარაზე საუბრობს.

ხუნდაძე ამბობს, რომ ის ერთ-ერთი იმ დეპუტატებს შორის ვინც მთავრობას და მათ შორის შს მინისტრს ნდობა გამოუცხადა და ამ წერილის არსებობის შემთხვევაში ეს ნდობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ხაზარაძემ კი მმართველი გუნდის დეპუტატს უპასუხა, რომ დაკითხვის ოქმში შს მინისტრის მიერ გამოგზავნილი მუქარის წერილის ხსენების შემდეგ მის კომპანიაზე ორკესტრირებული შეტევა დაიწყო.

„გითხარით, რომ ჩემი დაკითხვის ოქმში ვახსენე მუქარა, შედეგად მივიღე პრესკონფერენცია, რომ  ასოცირებული ვართ ფულის გათეთრებასთან. ორკესტრირება არის ის ,რომ ერთი სახელმწიფო ორგანო და მეორე სახელმწიფო ორგანო, ერთი სუბიექტის მიმართ და ზემოდან პოლიტიკური შეფერილობით და პოლიტიკური განცხადების ფონზე აკეთებს ორკესტრირებულ შეტევას, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ სიეტა ან პრელუდია“ - განაცხადა ხაზარაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები