27 აპრილი 2024,   01:15
ვრცლად
დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში - პროტესტის მიუხედავად, ყოფილი ქარხნის შენობა კულტურის პალატას გადაეცა

პროტესტის მიუხედავად, ქუთაისის ყოფილი ქარხნის შენობა და მიმდებარე ტერიტორია კულტურის პალატას უსასყიდლოდ გადაეცა. გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობამ მიიღო. 

მანამდე კი საკითხის განხილვისას ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. 

საკრებულოში იმყოფებოდა კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილიც. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, გიგა შუშანიას მწვავე განცხადებას, რომელიც საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას ითხოვდა, ოქიტაშვილის გაღიზიანება მოჰყვა.

ოქიტაშვილსა და შუშანიას შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ოპოზიციის წევრმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

საბოლოოდ საკრებულოს უმრავლესობამ ავანგარდის დასახლებაში მდებარე შენობა კულტურის პალატას გადასცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები