14 ოქტომბერი 2019,   15:57
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა. სალომე ზურაბიშვილი ვიქტორას პრანცკიეტისს სამუშაო ლანჩზე შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული სტრატეგიულ პარტნიორობისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ასევე ილაპარაკეს ევროკავშირთან სხვა პოტენციური თანამშრომლობის ფორმატების მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობაზე კულტურის, განათლების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მიმართულებით.

მანამდე კი სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა. პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ამავე თემაზე
დღის ამბები