ავსტრალიაში ტყის მასშტაბური ხანძრების შემდეგ დასუფთავების სამუშაოები დაიწყო.
სტიქიამ ყველაზე მეტად ვიქტორიას შტატი დააზარალა. ხანძარმა 30-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, დაიწვა კიდევ 70-მდე შენობაც.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
გაზაფხული ავსტრალიაში რეკორდული სიცხეებით დაიწყო. სტიქიის შედეგად დაზარალებულებს სადაზღვევო კომპანიებმა პრიორიტეტის სტატუსი მიანიჭეს.