04 ივნისი 2020,   08:37
ვრცლად
გადაადგილებები "ქართულ ოცნებაში" - ახალი სახეების ძიებაში პარტიამ ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნა

ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნა.

ღარიბაშვილისთვის პარტიული თანამდებობა დაათმობინეს ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მომავალი არჩევნებისთვის აღარაფერს გეგმავს და პოლიტიკაში მილევად რეჟიმში გადავიდა. ვოლსკისთვის ახალი პოსტი შეიქმნა - პარტიებთან ურთიერთობის მდივანი.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ  ბიძინა ივანიშვილს ისევ ის, ძველი ღარიბაშვილი სჭირდება. მისი დაბრუნების საჭიროება კი პარტიის თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ დაინახა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დამარცხდა. მეორე ტურის შემდეგ კი, როდესაც უმრავლესობის რიგები კიდევ რამდენიმე ძველმა გვარდიელმა დატოვა, ღარიბაშვილის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ირაკლი ღარიბაშვილი სამი წლის წინ პოსტიდან მოულოდნელად გაუშვეს. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილი თანამდებობიდან „გააპანღურეს.“

პრემიერ-მინისტრად შერჩევის მთავარი გამართლება მისი ახალგაზრდობა და ერთგულება გახდა. ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრობის დროს კაბინეტისთვის 181 401 ლარის ღირებულების ბატუტიანი საწოლი და სხვა ავეჯი შეუკვეთა.

მისი პრემიერობის დროს დაიწყო გამოძიება „რუსთავი 2“-ის, როგორც სახელმწიფოს დამამხობლის წინააღმდეგ. 

ყველა გამოძიებაზე პირად კონტროლს ირაკლი ღარიბაშვილი აწესებდა. ასე დარჩა აღძრული და გამოუძიებელი „რუსთავი 2“-ის მიერ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის, თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეოს, ჰაკიმ-ფაშას სახელით გავრცელებული ჟვანიას საქმის მასალებისა და ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობის საქმეები.

ამავე თემაზე
დღის ამბები