03 მაისი 2024,   07:59
ვრცლად
მოსამართლემ დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე, მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა. საქმის განხილვაზე მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის შეწყვეტას ითხოვდა.

ადვოკატმა შუამდგომლობა ახალაღმოჩენილი გარემოებების გამო დააყენა.კონდახიშვილის თქმით, ადგილზე წარმოდგენილი იყო 2000-ზე მეტი თავდები პირის ხელმოწერა, ხოლო სასამართლო სხდომაზე იმყოფებიან პარლამენტის თავდები წევრები. მან მოსამართლეს კირკიტაძის აიდი ბარათი და პასპორტი გადასცა.

 Image may contain: 2 people, people sitting and indoor„მისი მხრიდან მიმალვის საფრთხეზე იყო აქცენტი გაკეთებული. წინა სხდომაზე წარმოგიდგინეთ ხელმოწერები, ამჯერად კი ეს ადამიანები წარმოვადგინეთ ადგილზე. პატიმრობის განგრძობადობის შესახებ არ არსებობს საფუძველი. რადგან თავდები პირები არ იყვნენ წარმოდგენილი და თქვენ თქვით, რომ არ იყო მზაობა მათი მხრიდან კირკიტაძის თავისუფლებისა და მისი შემდგომო მოქმედების პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ წარმოვადგინეთ პარლამენტის 11 მარტის მიმართვა სასამართლოსადმი. და 2000-მდე ადამიანის ხელმოწერა. აქ წარმოდგენილია სია, არინ წარმოდგენილი პირადი ნომრით და შეგიძლიათ თითოეული მათგანი გამოკითხოთ.

არ გაგიკეთებიათ განმარტება, თუ ანალოგიური ბრალდებით დაკავებულს უზრუნველყოფს გირაო, მაშინ კირკიტაძე, რომელიც თავისი ფეხით დაბრუნდა სხვა სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს, ეს ვერ გახდება მისი მხრიდან მიმალვის მიზეზი. აიდი და პასპორტი შესაძლებლობას მოუსპობს მას თუნდაც, ჰიპოთეტურად მიმალვის შესახებ. მას უნდა მიეცეს საშუალება პატიმრობის გარეშე სასამართლოს გაგრძელების საშუალება,“- განაცხადა კონდახიშვილმა.

შუამდგომლობას არ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალდების მხარე. სანდრო გიორგაშვილის თქმით, ადვოკატმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი ახალი გარემოება, რაც პატიმრობის შეწყვეტას უკავშირდება.

მოსამართლის მიერ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის გამო, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა კონდახიშვილსა და მოსამართლეს შორის. მოსამართლემ დაცვის მხარე პოლიტიკური განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულა. რაზეც კონდახიშვილმა უპასუხა, რომ პოლიტიკოსების ადგილზე ყოფნა პოლიტიკური განცხადების გაკეთებას არ ნიშნავს.

 დავით კირკიტაძეს ბრალად ველისციხის ინციდენტის დროს სამართალდამცავზე თავდასხმა ედება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

დღის ამბები