27 აპრილი 2024,   01:37
ვრცლად
"ვცდილობთ, დავაზუსტოთ გარემოებები" - ციხელაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებას ეხმაურება

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, ეხმაურება.

ციხელაშვილის თქმით, 30 წლამდე მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელეს, რის თანახმადაც ახალგაზრდამ თავი მოიკლა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოძიება მიმდინარეობს.

„ის იყო დაკავებული დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და ამ დროს მოხდა მისი თვითმკვლელობის ფაქტი. ეს არის მოწოდებული ინფორმაცია, რომლის ირგვლივაც ახლა ჩვენ ვცდილობთ, დავაზუსტოთ გარემოებები... ასეთ მძიმე ფაქტზე მე ვალდებული ვარ, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით აღვიჭურვო იმიტომ, რომ ვერ დავიწყებთ ვერანაირად სპეკულაციებს. ჩართული გვაქვს ხელთ არსებული მექანიზმი, ერთ-ერთის თაობაზე მოგახსენეთ, ასევე სხვა არხებითაც ჩვენ ვმუშაობთ სწორედ იმისთვის, რომ გარემოებები დადგინდეს. ახლა სხვა ვარაუდის გამოთქმა იქნება ძალიან უპასუხისმგებლო იმიტომ, რომ ფაქტი თავისთავად არის მძიმე,“ - ამბობს ქეთევან ციხელაშვილი.

საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ 29 წლის ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა, რაშიც ეჭვი ეპარება საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მოსიას.

ამავე თემაზე
დღის ამბები