27 აპრილი 2024,   03:03
ვრცლად
ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას მხარი არ დაუჭირა

ბრიტანეთის პარლამენტმა ბრიუსელთან შეთანხმების გარეშე ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას მხარი არ დაუჭირა. თემთა პალატაში დღეს ამ კვირაში უკვე მესამე კენჭისყრა გაიმართება.

ამჯერად პარლამენტარებმა "ბრექსიტის" გადავადების საკითხი უნდა გადაწყვიტონ. თუმცა ტერეზა მეი მომავალ კვირას მესამედ ეცდება გარიგებაზე თემთა პალატის წევრები დაითანხმოს.

თუკი პარლამენტარები არსებულ შეთანხმებას 20 მარტამდე დაამტკიცებენ, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი 30 ივნისამდე გადავადდება.

დღის ამბები