27 აპრილი 2024,   01:26
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილს ამ ტერიტორიასთან კავშირი არ აქვს - კალაძე ამტკიცებს, რომ შუშის სასახლის მომიჯნავე ტერიტორიას სტატუსი არ ეცვლება

დედაქალაქის გენგეგმა და ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესები - კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილის სასახლის მომიჯნავე ტერიტორიას სტატუსი არ ეცვლება.

კალაძის განცხადებით, ოპოზიცია ცრუობს, როცა ამბობს, რომ ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებულ და ბიძინა ივანიშვილის სასახლის მომიჯნავე 14 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს სტატუსი ეცვლება და იქ მშენებლობები დაშვებული იქნება. თბილისის მერის მტკიცებით, ამ ტერიტორიასთან ბიძინა ივანიშვილს კავშირი არ აქვს.

Image result for კახა კალაძე„არ არის ეს სწორი, თქვენ შეცდომაში შეგიყვანათ ოპოზიციამ, ტელეკომპანია „რუსთავი2“. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გაჟღერებული იყო, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი იქ აკეთებდა რაიმე მშენებლობას და ა.შ. ეს  რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს. ბიძინა ივანიშვილს ამ ტერიტორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს,“-აცხადებს კალაძე.

ოპოზიცია კი ირწმუნება, რომ დედაქალაქის გენერალური გეგმა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზეა მორგებული.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გენერალური გეგმის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე აღმოაჩინეს, რომ 14 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრ ფართობს, რომელიც ჯერ ბოტანიკურის ბაღის საკუთრებაა და ბიძინა ივანიშვილის სასახლეს ემიჯნება, სტატუსი ეცვლება, რაც ამ ტერიტორიაზე მშენებლობის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ოპოზციის მტკიცებით გენ.გეგმის პროექტის მიხედვით, ივანიშვილის ხეების გადამტანი კომპანიის სასარგებლოდ კი სტატუსს უცვლიან მზიურის მიმდებარედ რეკრეაციულ ზონას და აქ კორპუსების ჩადგმა იქნება შესაძლებელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები