19 მაისი 2019,   23:38
ვრცლად
ცემა და ფულის გამოძალვა ჯარში - 2 სამხედრო დააკავეს, 7 კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ჯარში ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე ორი სამხედრო რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. 19 წლის არსენ მარტაშვილი და კიდევ ერთი ჯარისკაცი ბრალის წარდგენას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდებიან. საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ დაკავებულებმა წვევამდელი ქაზიმ გახრამანოვს სცემეს და ფული გამოსძალეს.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია კიდევ ერთი ახალწვეულის, ალთუნ აშიროვის ცემასა და ფულის გამოძალვაში ბრალდებულები.

თავდაცვისა სამინისტროში ამბობენ, რომ შვიდი სამხედრო მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მათ შორისაა სერჟანტი ენდელაძე, რომელიც დაზარალებულ გახრმანოვის მტკიცებით, მისი ცემას უყურებდა და რეაგირებას არ ახდენდა. დაზარალებული რიგითის ოჯახი მოითხოვს, რომ სამხედრო მაღალჩინოსნები არა მხოლოდ გაათავისუფლონ, არამედ დასაჯონ კიდეც.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ კრწანისის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებისთვის ფულის გამოძალვისა და ცემის ფაქტზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ინფორმაცია "კურიერმა" გაასაჯაროვა.

ავტორი: ჯეიჰუნ ნარზალოვი.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები