27 აპრილი 2024,   08:17
ვრცლად
"სულ ვფიქრობდი, რომ შემაკავებელი იყო ჩვენთვის აჩის ფაქტორი და ახლა ცოტა შემეშინდა" - არჩილ თალკვაძის მეზობლები ქურდობაზე

საქართველოში არსებული კრიმინოგენული ვითარების და ქურდობის მსხვერპლი ამჯერად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდა. გუშინ, ღამით, არჩილ თალაკვაძის ბინა გაქურდეს. წაღებულია სეიფი, სადაც დეპუტატი თანხას და მის სახელზე რეგისტრირებულ იარაღს ინახავდა.

მძარცველები ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე სახლის მე-12 სართულზე, სავარაუდოდ, ვერანდიდან შევიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო ბრალდებული უკვე დააკავა.

მეზობლების თქმით, სამართალდამცავებს არ გამოუკითხავთ სამეზობლოს არცერთი წარმომადგენელი.

„ძალიან ბევრი პოლიციელი იყო, იყვნენ კინოლოგებიც, კრიმინალისტები, ბევრი ხალხი... ცოტა შემეშინდა. სიმშვიდე იყო, სულ ვფიქრობდი, რომ ეს რაღაც შემაკავებელი ფაქტორი იყო ჩვენთვის, აჩის ფაქტორი და ახლა ცოტა შემეშინდა,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, გაქურდეს. ამის შესახებ კურიერს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. მოგვიანებით კი დამნაშავის დაკავების შესახებ განცხადება შსს-მ გაავრცელა.  

დღის ამბები