27 აპრილი 2024,   00:29
ვრცლად
„დამშვიდდი, ნერვებს გაუფრთხილდი" - მწვავე დაპირისპირება ოთარ კახიძესა და მამუკა მდინარაძეს შორის

„დამშვიდდი, ნერვები უნდა დაიმშვიდო მამუკა. ჩემი რჩევაა შენ მიმართ, ნერვებს გაუფრთხილდი,“ - ასე მიმართა ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს.

კახიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს მიერ მომზადებულ კანონპროექტს წარადგენს. საკითხის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს.

ოთარ კახიძესა და მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა და ერთმანეთის მიმართ ურთიერთბრალდებები გააჟღერეს.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, კახიძის მიერ წარდგენილი კანონპროექტი "სისულელეა". 

„ათი წუთია, გეხვეწება კაცი და სიმართლე ვერ გათქმევინა, თუმცა სიმართლეს როგორც კი იტყვი, მიხვდები, რომ სისულელეა ეს, კანონპროექტი კი არ არის და ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ეს არის შეურაცხმყოფელი,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ, რაზეც ოთარ კახიძემ უპასუხა, რომ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს შეეძლო, სხდომა დაეტოვებინა.

„ბევრჯერ თუ გამოიყენებენ სიტყვა სისულელეს, შენ თვითონ გამოჩნდები სულელად“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

ოთარ კახიძის თქმით, კანონპროექტის მიხედვით, უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენის უფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრს აქვს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები