27 აპრილი 2024,   02:05
ვრცლად
ფულის როლი არჩევნებში აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩეხეთშიც - ევროპარლამენტის დეპუტატი იარომირ შტეტინა

სტრასბურგში, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ევროპელი დეპუტატების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. აქცენტი არჩევნებში ფულის როლზე კეთდება. 

ევროპარლამენტის დეპუტატი ჩეხეთიდან იარომირ შტეტინა აცხადებს, რომ ფულის როლი არჩევნებში აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩეხეთშიც. მისივე თქმით, რომ არა დიდი ფული, რომლის უკანაც რუსეთი დგას, ჩეხეთის პრეზიდენტი ვერ გაიმარჯვებდა.

„მთავარია არ დავივიწყოთ, რომ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მას ჩვენი დახმარება სჭირდება. აუცილებელია ვისაუბროთ ასევე საქართველოში შერჩევითი სამართლისა და სამართლიან სასამართლოს საკითხებზეც, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების გასამართლება არ უწყობს ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ფულის როლი არჩევნებში აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩეხეთშიც. რომ არა დიდი ფული, ჩეხეთის პრეზიდენტი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებდა. ვფიქრობ ამის უკან რუსეთი დგას. კრემლი ცდილობს ევროკავშირის შესუსტებას. გარდა ამისა რუსეთის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაფუჭება და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ხელის შეშლაა. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ,“-განაცხადა იარომირ შტეტინამ.

 

 

დღის ამბები