27 აპრილი 2024,   06:28
ვრცლად
"ივანიშვილის რეჟიმს ყავლი გასდის, "ქართული ოცნება" რეალობას მოწყვეტილია" - ოთარ კახიძე

"ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს გასდის ყავლი, ქვეყანა კორუფციაშია ჩაფლული,"  - ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე, ამბობს, რომ ბოლო დროს მმართველ პარტიაში მიმდინარე მოვლენები სწორედ ამას ადასტურებს.

კახიძე ამბობს, რომ ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების მცდელობა და მისი გადადგომა კურიოზული ფაქტი იყო. კახიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ რეალობის აღქმა საერთოდ დაკარგა.  

„ზვიად კვაჭანტირაძის ამბავიც ხომ კურიოზულია, მარტივად ასახსნელი. მან თვითონ თქვა, რომ რაც წამოვიდა ქართული ოცნებიდან, მეზობლები თბილად ესალმებიან. ეს ნიშნავს, რომ ქართული ოცნება, როგორც ხელისუფლება, მთლიანად არის მოწყვეტილი რეალობას, მოწყვეტილია საზოგადოებაში არსებულ განწყობებს. ბიძინა ივანიშვილიც მოწყვეტილია ამ რეალობას, მას თავის წარმოდგენები აქვს, რომ ხეები უნდა ათრიოს, ხალხი გადააგდოს.

"როგორც აბრაამ ლინკოლნს აქვს ნათქვამი, შეიძლება, ცოტა ადამიანი დიდ ხნით მოატყუო, შეიძლება, ბევრი ადამიანი მოატყუო ცოტა ხნით, მაგრამ დიდი ხნით ყველას ვერ მოატყუებ. ეს არის უტყუარი ნიშანი, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს გასდის ყავლი. ეს არის კორუფციაში ჩართული ქვეყანა, მე არ გამოვრიცხავ, ორივე მხარე იყოს მართალი, ერთმანეთს რომ აბრალებენ კორუფციას,“ - აცხადებს ოთარ კახიძე.

დღის ამბები