27 აპრილი 2024,   05:46
ვრცლად
საქართველოსა და ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელეს

საქართველოსა და ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელეს. დავით ზალკალიანმა უცხოელ კოლეგასთან შეხვედრა, ლათინო-ამერიკული ტურნეს ფარგლებში, მონტევიდეოში გამართა. ქართველი მინისტრი ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტს, წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარესა და ურუგვაიში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდა. ურუგვაის შემდეგ დავით ზალკალიანი არგენტინაში გაემგზავრება, სადაც დელეგაციას დავით კირვალიძეც შეუერთდება, რომელიც საქართველოს სახელით მსოფლიო სურსათის ორგანიზაციის პრეზიდენტობის კანდიდატად არის წარდგენილი.

დღის ამბები