27 აპრილი 2024,   00:31
ვრცლად
ყაზახეთის პარლამენტმა ქვეყნის დედაქალაქს ნურსულთანის სახელი მიანიჭა

ნურსულთან ნაზარბაევის გადადგომის შემდეგ ყაზახეთის პარლამენტმა ქვეყნის დედაქალაქს უკვე ყოფილი მმართველის სახელი მიანიჭა და ასტანას ნურსულთანი უწოდა. დედაქალაქისთვის სახელის შეცვლის ინიციატივა ნაზარბევის მიერ დასახელებულმა, ახალმა პრეზიდენტმა - პარლამენტში ფიცის დადების შემდეგ დააყენა.

კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საინაუგურაციო სიტყვის დროს განაცხადა, რომ ნურსულთან ნაზარბაევი არის "ერთადერთი და მარადიული ერის მამა" და მას ქვეყანამ შესაბამისი პატივი უნდა სცეს. ტოკაევის ინიციატივას ყველა დეპუტატმა მხარი დაუჭირა. პარლამენტის გადაწყვეტილებით საკითხს რეფერენდუმზე არ გაიტანენ.

79 წლის ნურსულთან ნაზარბაევი 30 წლიანი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობიდან გუშინ გადადგა, თუმცა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პოსტი შეინარჩუნა. მან მემკვიდრედ პარლამენტის სპიკერი დაასახელა. კასიმ ტოკაევი კი, სპიკერის პოსტზე ნურსულთან ნაზარბაევის შვილმა - დარიგა ნაზარბაევამ შეცვალა.

დღის ამბები