26 აპრილი 2024,   23:03
ვრცლად
გოცირიძე ცქიტიშვილს - „თუ თქვენ გგონიათ, რომ ხელს შეახოცავთ ანაკლიის კონსორციუმს, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს, არ გამოგივათ"

„თუ თქვენ გგონიათ, რომ ხელს შეახოცავთ ანაკლიის კონსორციუმს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, არ გამოგივათ,“- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომელის პარლამენტში მოხსენებით წარდგა.

ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, მთავრობის, მათ შორის მაია ცქიტიშვილის პოლიტიკაა, რომ პროექტის ვერშესრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დააბრალოს და თავად პასუხისმგებლობა აირიდოს. რომან გოცირიძის აზრით, ხელისუფლებას ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა უნდა. მისი თქმით, პარლამენტში მინისტრის გამოსვლით მტკიცდება, რომ ანაკლიის პორტის პროექტი სერიოზული საფრთხის ქვეშ არის.

„თქვენი პოლიტიკა არის, რომ ტენდერში გამარჯვებულმა თიბისი ჯგუთან დაკავშირებულმა ადამიანებმა ვერ უზრუნველყვეს რაღაც მიზეზებით პროექტი და თქვენ ხელები დაიბანეთ. თქვენ არ შეარჩიეთ, თქვენ არ ჩაატარეთ ტენდერი?’ - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ "თიბისი ბანკის" საქმეზეც გააკეთა განცადება და აღნიშნა, რომ მას ანაკლიის პორტის პროექტის საქმე უნდა ეწოდოს. რომან გოცირიძემ 18 კილომეტრიანი რკინიგზის გაყვანის საკითხზეც ისაუბრა და მაია ცქიტიშვილი გააკრიტიკა.

დაკავშირებული სურათი„თქვენ 18 კილომეტრის რკინიგზის გამყვანი ხართ ორ წელიწადში? ახლა თავად ამბობთ, რომ ინვესტორებმა მოგვთხოვეს, დონორების კრიტერიუმებით გზის გაყვანა. ჩვენ ამას არ ველოდითო. თქვენ ქართულად აპირებდით ორღობის გზის გაყვანას და ქართული რკინიგზის სტანდარტების გაყვანას და მერე აღმოჩნდა, რომ თურმე მაგათ თქვენ მიერ მომზადებული პროექტით კი არ უნდათ გზის გაყვანა, არამედ უნდათ ისეთივე ხარისხის გზები იყოს, როგორიც შენდებოდა დონორების დაფინანსებით სხვაგან. ეს გამოიწვევს გადავადებასო. გამოიწვევს გადავადებას, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიცოდეთ რომ ეს გზები სახნავ მიწებზე გადის, იქ არის სახლები,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა, რომ ანაკლიის კონსორციუმი ცდილობს, შექმნას განცდა, რომ პროექტს ებრძვის მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები