26 აპრილი 2024,   23:31
ვრცლად
ერაყში ტურისტებით სავსე ბორანი ჩაიძირა - დაიღუპა 70 ადამიანი

ერაყში ტურისტებით სავსე ბორანი ჩაიძირა. დაიღუპა 70 ადამიანი. შემთხვევა ქალაქ მოსულთან ახლოს მოხდა. ბორანი, რომლის ბორტზეც ხალხი ნავრუზის დღესასწაულს აღნიშნავდა, მდინარე ტიგროსში ჩაიძირა.

დაღუპულთა უმეტესობა ქალი და ბავშვია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. თუმცა მაშველებმა მხოლოდ 30 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ბორანზე დასაშვებზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, რაც, სავარაუდოდ, ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი გახდა.

 

ფოტო - Reuters 

დღის ამბები