27 აპრილი 2024,   04:03
ვრცლად
ლონდონში "ანტი-ბრექსიტის მარში" მიმდინარეობს - აქციას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ

ლონდონი მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. ბრიტანეთის დედაქალაქის ქუჩებში ბრექსიტის ასიათასობით მოწინააღმდეგეა გამოსული და ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.

ე.წ. "ანტი-ბრექსიტის მარშს" პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ტერეზა მეის ხელისუფლება ჩიხში შევიდა და დროა, არჩევანის უფლება ხალხს მისცეს.

მეორე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით პეტიციამ უკვე 4 200 000-ზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა. თავად ტერეზა მეი კი აცხადებს, რომ ბრექსითის გარიგებასთან დაკავშირებით პარლამენტში კენჭისყრა მომავალ კვირაში შესაძლოა, აღარ გაიმართოს.

პრემიერ-მინისტრი დეპუტატებისთვის გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ, თუ დოკუმენტს საკმარისი მხარდაჭერა არ ექნება, კენჭისყრა აღარ შედგება. თუ თემთა პალატა გარიგებას მომავალ კვირაში დაამტკიცებს, ბრექსითის პროცესი 22 მაისამდე გადავადდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ოფიციალურმა ლონდონმა ახალი გეგმა 12 აპრილამდე უნდა წარადგინოს.  

დღის ამბები