23 აპრილი 2019,   13:06
ვრცლად
საჰაერო იერიში ისრაელზე - დაშავებულია 6 ადამიანი

ისრაელში სარაკეტო იერიშის დროს 6 ადამიანი დაშავდა. ღაზის სექტორიდან გასროლილი რაკეტა თელავივთან ახლოს ქალაქ მიშმერეტში ერთ-ერთ საცხოვრებველ სახლს დაეცა. შენობა მთლიანად დაინგრა, სახლში მყოფი ექვსივე ადამიანი კი, დაშავდა. დაშავებულებს  შორის ერთი ბავშვია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მომხდარის გამო ვაშინგტონში ვიზიტი შეწყვიტა. თუმცა ის ისრაელში დონალდ ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ დაბრუნდება. ბენიამინ ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ იერიშს ისრაელი სამხედრო ძალით უპასუხებს.

დღის ამბები