16 ივლისი 2019,   11:20
ვრცლად
ადამიანი ობობას სახელით ცნობილი ექსტრემალი 185 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენზე ყოველგვარი დამცავი აღჭურვილობის გარეშე აძვრა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციაში საკუთარი წვლილის შესატანად ადამიანი ობობას სახელით ცნობილი ექსტრემალი 185 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენზე აძვრა.

56 წლის ალან რობერმა საფრანგეთის დედაქალაქის ბიზნეს ცენტრში მდებარე შენობა ყოველგვარი დამცავი აღჭურვილობის გარეშე დაიპყრო.

ექსტრემალის თქმით, ამისთვის სპონსორები მას 5 ათას ევროს გადაუხდიან, თანხას კი ის ნოტრ-დამის რეკონსტრუქციის ფონდში გადარიცხავს.

ცათამბჯენზე ასვლის დასრულებისთანავე ალან რობერი სამართალდამცველებმა დააკავეს.

დღის ამბები