16 ივლისი 2019,   11:17
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა ბათუმში, პოლიციაში შეჭრით და გასროლით დასრულდა - 50 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

50 წლამდე მამაკაცი, რომელიც ბათუმის პოლიციაში შეიჭრა და თვითმკვლელობა სცადა ამ დრომდე კლინიკაში რჩება.  კაფე „ორიენტის“ დირექტორის მოადგილე დავით ჩაჩუა პოლიციის განყოფილებაში  ყვიროდა, რომ მან მამაკაცი მოკლა. სამართალდამცავებმა რეაგირებაც კი ვერ მოასწრეს, როდესაც ჩაჩუამ ჯიბიდან იარაღი ამოიღო და გულის არეში ისროლა. შემავალი ჭრილობებით 50 წლის მამაკაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, გადაუდებელი ოპერაციის შემდეგ, ჩაჩუას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მას შეიძლება კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.

გასროლას პოლიციის შენობაში წინ უძღოდა კრიმინალური გარჩევა ბათუმის ცენტრალურ პარკში. კაფე ორიენტის დირექტორის მოადგილეს დავით ჩიჩუასა და ამავე კაფის თანამშრომელს ბაჩანა ნაროიშვილი შორის კონფლიქტი სამსახურში დაიწყო, შენობის დატოვების შემდეგ ჩიჩუამ მის თანამშრომელს ბათუმის პარკში ზურგში ესროლა და გაიქცა. ბაჩანა ნაროიშვილი მხარშია დაჭრილი. ის ბათუმის საავადმყოფოში თავად მივიდა და ექიმებს დახმარება სთხოვა.

ბათუმში კრიმინალურ გარჩევაზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა მოწმეები ვინც გასროლა ნახა მომხდარის შესახებ არ საუბრობენ.

ავტორი: თეა ვარშალომიძე.

დღის ამბები