27 აპრილი 2024,   03:36
ვრცლად
ე.წ. ქუჩური გარჩევები დასჯადი ხდება - ახალი კანონპროექტი 

დეპუტატები ახალ კანონპროექტზე მუშაობას იწყებენ. შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ მომზადებული ახალი ცვლილებების მიხედვით, ე.წ. ქუჩური გარჩევები დასჯადი ხდება.

დანაშაულის სიმძიმის მიხედვით გათვალისწინებულია როგოც ფულადი ჯარიმა, ისე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ერთ წლამდე შინაპატიმრობა ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელი მძიმდება იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღით ან სხვა საგნით და იმ შემთხვევაშიც, თუ სრულწლოვანი არასრულწლოვანს დაიყოლიებს ქუჩურ გარჩევაში მონაწილეობაზე.

Image result for სოფიო კილაძე„არის გარკვეული რომანტიული სენტიმენტები ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან სწორედ ამ ქუჩურ გარჩევებთან მიმართებით და ვფიქრობთ, რომ იმისთვის, რომ ჩვენ ეფექტურად დავძლიოთ კრიმინალის ეს გამოვლინება, შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს კიდევ უფრო მეტი გამკაცრება ასეთ საკითხებთან მიმართებით, რომ კიდევ არ მოუწიოს პრემიერ-მინისტრს მოსვლა პარლამენტში და იმის ახსნა, თუ რატომ გაიზარდა კრიმინალი,“-განაცხადა სოფიო კილაძემ.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ კანონის მიღებას აზრი არ აქვს, თუ ხელისუფლება კრიმინალთან თანამშრომლობას გააგრძელებს. 

Related image„მთელი ქვეყანა ხედავდა როგორ თანამშრომლობდა „ქართული ოცნება“ კრიმინალთან, უბნებთან ამომრჩეველზე ზეწოლის განსახორციელებლად. პრობლემის გადასაჭრელად თუ მოიხმობს „ქართული ოცნება“ კვლავაც კრიმინალის და ქურდული სამყაროს დახმარებას, რომელიც არაერთხელ გაუკეთებია აქამდე, მაშინ ამ და სხვა კანონებსაც ფასი არ ექნება,“-ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მნიშვნელოვანი არა კანონის მიღება, არამედ მისი აღსრულებაა

Image result for რომან გოცირიძე„ამ ხელისუფლებას ჰგონია, რომ თუ კანონს მიიღებ, ამით ყველა პრობლემა მოგვარდება. კანონს უნდა აღსრულება და კანონი უნდა იყოს ისეთი რომლის აღსრულების უნარიც გააჩნია ქვეყანას იმ ვითარებაში და რესურსებით, რომელსაც იგი ფლობს,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

დღის ამბები