03 მაისი 2024,   07:52
ვრცლად
ჯეკ შეფარდის საქმე - ბრალდებული დიდ ბრიტანეთში ექსტრადირებას დათანხმდა

ჯეკ შეფარდი ექტსრადირებას დაეთანხმა. პოზიცია ბრალდებულმა ცოტა ხნის წინ, საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას დააფიქსირა და თქვა, რომ ის მზადაა საკუთარი უდანაშაულობა ბრიტანულ სასამართლოში დაამტკიცოს. სხდომა კვლავაც გრძელდება. უცნობია თუ როდის გადასცემს ქართული მხარე გაერთიანებულ სამეფოს მის მოქალაქეს.

„მინა ვიმოქმედოთ ისე, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს, რათა დავუბრუნდე ჩემს ოჯახს და ჩემს ვაჟს,“-განაცხადა სასამართლო პროცესზე ჯეკ შეფარდმა.

ჯეკ შეფარდი ქართველ სამართალდამცავებს "კურიერის" კამერის თანდასწრებით ჩაბარდა. ის საქართველოში გასული წლის მარტიდან იმალებოდა. ბრიტანეთის დატოვება კი მას შემდეგ გადაწყვიტა რაც მისი მეგობარი გოგონა მისივე თქმით, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

"რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეფარდი ამბობდა, რომ გარდაცვლილის მამა პენიტენციალურ სისტემაში მუშაობს და დაემუქრა, რომ მას ციხეში ცუდი დღეები ელოდა. სწორედ ამიტომ ის იძულებული გახდა დიდი ბრიტანეთი დაეტოვებინა.  

შეფარდი ბრიტანეთის სასამართლომ დაუსწრებლად არაგანზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო. ამ დროისთვის პროცესი სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. 

დღის ამბები