27 აპრილი 2024,   04:22
ვრცლად
"ვართ გაფიცულები თქვენი და ჩვენი უფლებების დასაცავად" - კახეთში სოცმუშაკების პროტესტი გრძელდება

"ვართ გაფიცულები თქვენი და ჩვენი უფლებების დასაცავად" - ამ წარწერით მეორე დღეა, სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ თელავში, სადაც მათი კაბინეტები ცარიელია.

სახელმწიფო თეატრის წინ კი აქცია მათ დღესაც გააგრძელეს.

გაფიცულები არ ეთანხმებიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათი სახელფასო ანაზღაურება დამაკმაყოფილებელია.

სოციალური მოსახურების კახეთის სამხარეო ცენტრში ამ დროისთვის სოცმუშაკის ფუნქცია, ათის ნაცვლად, ოთხმა თანამშრომელმა შეითავსა.

სოციალური მუშაკების განცხადებით, პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ სამუშაო პირობები არ გაუმჯობესდება.

 

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი 

დღის ამბები